Sunday, August 31, 2014

სიყვარული ცოცხლობს 3 წელი - ფრედერიკ ბეგბედერი

პირველ წელს: თუ წახვალ, თავს მოვიკლავ.
მეორე წელს: თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები.
მესამე წელს: თუ წახვალ, ამას შამპანიურით ავღნიშნავ.

პირველ წელს ყიდულობენ ავეჯს.
მეორე წელს მას გადაადგილებენ.
მესამე წელს იყოფენ :)






      ფრედერიკ ბეგბედერის " სიყვარული ცოცხლობს 3 წელი" სამწუხაროდ ქართულად ნათარგმნი არაა და მეც მისი წაკითხვა, ავად თუ კარგად, რუსულად მომიწია. წიგნი არის სათავგადასავლო, იუმორისტული, რომატიული და ცოტა ეროტიული ერთი სიტყვით საინტერესო წასაკითხი. ბეგბედერის ეს წიგნი ეხება ცნობილ თეორიას სიყვარულზე, რომლის თანახმად შეყვარებულების გრძნობა დაკავშირებულია გარკვეულ ჰორმონებთან.დავიწყოთ თავიდან, მოკლედ გეტყვით ამ თეორიის შესახებ - პირვლად გამოიყოფა ადრენალინი ამის გამო გული გაორმაგებული სიხშირით ფეთქავს, ვწითლდებით და ვხურდებით. ადრენალინს ემატება ნორადრენალინი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დაბნევას, თავბრუსხვევას, სიტყვაძუნწობას... თუ საკმე უფრო წინ წავა სისხლში იმატებს დოფამინი, ხოლო თუ საქმე კოცნამდე მივიდა გამომუშავებას დაიწყებს ენდორფინი, ხოლო სეროტონინის გამომუშავება ენდორფინთან ერთად მიუთითებს სიყვარულზე. მეცნიერების მტკიცებით კი ეს ჰორმონები საკმარისი მხოლოდ სამ წელს არის :)
      რომანის მთავარი გმირი ჟურნალისტი მარკ მორონიე რომელიც ბომონდურ ცხოვრებაზე წერს.მას სჯერა რომ სიყვარული მხოლოდ სამ წელს ცოცხლობს რაკიღა მას მეტ ხანს არ ჰყვარებია. ის დაქორკინებულია ლამაზ ანაზე მაგრამ მესამე წელს უყვარდება სხვა ქალი - ალისა. ალისაც პასუხობს გრძნობით მაგრამ სახვასთან ცხოვრობს, რის გამოც ისინი მალულად ხვდებიან ერთმანეთს. მარკსიც თავის მხრივ დარწმუნებულია რომ ეს გრძნობა ალისასთან დროებითია და ისიც გაქრება, მაგრამ წიგნის ბოლოს მთავარი გმირი წერს რომ ისინი უკვე სამი წელი ერთად არიან მაგრამ მის მიმართ გრძნობა არ განელებია დაისევ ისე უყვარს, როგორც თავიდან უყვარდა, შემდეგ იხედება საათზე და ამჩნევს რომ 3 წელი ჯერ არ გასულა - დარჩენილი იყო ერთი წუთი :)

ფილმის თრეილერი:

ფილმი ფრანგულ და რუსულ ენებზე:


წიგნის ელ. ვერსია რუსულად PDF

No comments:

Post a Comment