![]() |
მიშელ უელბეკი - პლატფორმა |
მიშელ უელბეკი - ეს სახელი ჩემთვის არაფრის მთქმელი არ იქნებოდა რომ არა "99 ფრანკი" და ფრედერიკ ბეგბედერი.ის იყო პირველი მერცხალი, რომელმაც თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში ჩამითრია. ამ ორი ფრანგის რომანების თემები თითქმს მსგავსია: რეკლამა, მარკეტინგი, ტერორიზმი, სექსი, ნარკოტიკები, რელიგია, ტურიზმი... მაგრამ ბეგბედერი გაცილებით ზერელეა და არ გიტოვებს ფიქისთვის დროს, გეუბნება რომ ეს ესეა და ამაზე გული უნდა აგერიოს. უელბეკთან საქმე სხვაგვარადაა ის საკითხებს უფრო ძირეულად მიმოიხილავს.მოკლედ რომ ვთქვათ ამ ორმა ჩემი მსოფლხედველობა ბევრჯერ დაყენეს თავდაყირა(განსაკუთრებით ბეგედერმა).
რაც შეეხება "პლატფორმას" - აქ "ლანსაროტეში" და ბეგბედერის "ექსტაზში" წამოჭრილი სექსუალური ტურიზმის თემა ფართო რაკურსით არის განხილული. წიგნში მთავარი პრობლემა ადამიანებში გრძნობების განელებაა, რომელიც ფულის შოვნის სურვილითაა გამოწვეული.ადამიანებმა პირადი გრძნობები გვერძე გადადეს, აღარ უყვართ და აღარ განიცდან ბედნიერებას, ხოლო სექსისთვის მხოლოდ შვებულების დროს იცლიან. სწორედ ეს მდგომარეობა შთააგონებს წიგნის მთვარ გმირს სექსუალური ტურიზმის უკიდეგანო პოტენციალს.
წიგნი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება შუაში კი მთავარი გმირები ცდილობენ "ავრორას" მარკეტინგული ამოცანების გადაწყვეტას და თავბრუდამხვევი მღელვარებით იწყებენ სამყაროს გადანაწილებისთვის საპროგრამო პლატფორმის შექმნას, რა ბედი ეწევა ამ პლატფრმას და რას ემსახურება იგი ეს უკვე თავად უნდა წაიკითხოთ.
წიგნის კითხვისას ბევრი ჩემთვის მიუღებელი ნელ-ნელა მისაღები გახდა, თითქოს დამაჯერა კიდეც რომ შავი თეთრია, მაგრამ წიგნის ბოლოს ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დადგა.
- “სიყვარულის განცდასა და სექსუალურ ლტოლვას ერთი და იგივე სათავე აქვს: ორივე საკუთარი თავის დავიწყებისას იბადება. თუ თავი არ დაკარგე, უბრალოდ ვერაფერს გააწყობ. ჩვენ ცივები, რაციონალურები გავხდით, ინდივიდუალურობამ და საკუთარმა უფლებებმა მეტისმეტად გაგვიტაცა.”
- ასეა, საავადმყოფოშიც და თვით სასიკვდილო სარეცელზეც კომედიის თამაში გვაქვს მისჯილი.
- “სილამაზეს მეტი ფული დაედო, უფრო ნარცისული, ფულზე გაცვლადი გახდა. თუ სექსუალობა სასაქონლო სექტორში უნდა დამკვიდრებულიყო, საუკეთესო გამოსავლად მესახებოდა მისი გაზომვა ფულით – ამ უნივერსალური საშუალებით, რომელსაც ჭკუის, ნიჭის, კომპეტენტურობის ზუსტი ფასი უკვე განესაზღვრა და შეხედულებების, გემოვნების, ცხოვრების წესის სრული სტანდარტიზაცია მოეხდინა.”
- “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. ისეთები, როგო რებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მიენს ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.”
No comments:
Post a Comment