Thursday, April 6, 2017

სიგარეტი VS რეგულაციები

ნუთუ მწეველები გაცნობიერებულად ხუჭავენ თვალს გაფრთხილებებზე, მოწევის მავნებლობაზე? სხვა ადამიანებზე შემხედვარეს იქნებ უბრალოდ ფიქრობენ  რომ ეს მათ არ ეხებათ? თუ უბრალოდ უნდათ მსოფლიოს საკუთარი გმირობა აჩვენონ?  ან იქნებ საკუთარი უკვდავობის სჯერათ? როგორ შეუძლიათ არ იღელვონ და ამავდროულოდ იცოდნენ სიგარეტის მავნებლობაზე? (c) მარტინ ლინდსტრომი - Buyology

(c)



ამ ბლოგ პოსტის დაწერისკენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგა, უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა და თამბაქოს პრომოცია თავშეყრის ადგილებში? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი მაქვს "დიახ"  (მიუხედავად იმისა რომ მწეველი ვარ). უბრალოდ, აქ მინდა ცნობილი მსოფლიო გამოცდილებების შესახებ მოგითხროთ თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ანტი-თამბაქო კამპანია.


ცნობები მოწევის მავნებლობის შესახებ განთავსებულია ყველაგან. "მოწევა კლავს" მსგავსი სლოგანები ყვეალზე მარტივი "ზემოქმედებაა" მწეველზე. "მოწევა კლავს" და დიდი შავ ოთხკუთხედებში ჩასვეს. ამის შედეგ დრო დადგა ნატურალიზებული სურათების დატანის კოლოფებზე დაზიანებული ორგანოებით.
მოწევა იწვევს ფილთვების სიმსივნეს" "მოწევა სერიოზულ  ზიანს აყენებს ნაყოფს, ორსულობის დროს".

მსაგავს კამპანიებს წესით უნდა ჰქონოდა გავლენა მწეველების რაოდენობაზე, მაგრამ რატომღაც 2003 - 2006  წლებში მიუხედავად სიგარეტის რეკლამირების მკაცრი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის ორგანოების ინტენსიური მუშაობისა, მსოფლიოში თაბაბაქოს გაყიდვები 13 % ით გაიზარდა. 

2004 წელს დაიწყო მაშტაბური  კვლევა, რომელიც 3 წელს გაგრძელდა და 7 მილიონი დოლარი დაჯდა. კვლევის მიზანი იყო  მომხმარებლის ფსიქოლოგიის გაცნობა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 2081 მოხალისე მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან... (მეტი ინფორამცია ამ კვლევის შესახებ იხილეთ მარტინ ლინდსტრომის წიგნი - Buyology: Truth and Lies About Why We Buy ). მკვლევარები მაგნიტო რეზონანსული სკანერის და ელექტოენცოფოლოგრამის გამოყენებით ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ მომხმარებლის ფსიქოლოგიას არჩევანის გაკეთების პროცესში.


ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება რომ წარწერა სიგარეტის კოლოფზე "მოწევა კლავს" არანაირად არ აქვეითებს მოწევის სურვილს, მწეველებში.
მაგნიტო რეზონანსული სკანერის გაოყენებით დადგინდა რომ ინფორმაცია გულის დაავადებებბის, ფილტვის კიბოს, სხვა და სხვა ქრონიკული დაავადების  შესახებ, ასევე მოწევისგან დაზიანებული ფილტვების ილუსტრაცეების ჩვენება მწეველისთვის, სტიმულირებას უკეთებდა მხოლოდ თავის ტვინის იმ ზონას რომელიც იღებს საკავანძო როლს ადამინისთვის სამოვნების მიღების პროცესში. თავის თვინის ეს ნაწილი აკტიურდება მაშინ როდესაც ადამიანს რაიმე ძალიან უნდა - ალკოფოლი, ნარკოტიკი, სექსი, სიგარეტი აზარტული თამაშები... აღზნებულ მდოგოარეობაში კი ის მოითხოვს დოზის მუდმივ ზრდას.

 ამ კვლევთ დადგინდა რომ წარწერები და შემზარავი სურათები სიგარეტის კოლოფობზე, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები და მილიარდობით დახარჯული დოლარი ანტი თამბაქო კამპანიებზე არათუ ამცირებს მოთხოვნას სიგარეტზე არამედ სტიმულირებას უკეთებს მას.

მწეველების უმეტესობა, კითხვაზე მოქმედებს თუ არა ზემოთ ხსნებული გაფრთხილებები, პასუხობდნენ დადებიდათ. სავარაუდოდო ისინი ასეც ფიქრობდნენ და ვარაუდობდნენ რომ მკვლევარები სწორედ ასეთ პასუხს ელოდებოდნენ, ან შეიძლება რცხვენოდათ, რომ  გაცნობიერებულად აყენებდნენ ზიანს საკუთარ თავს. 80% შემთხვევაში ტვინი მოუშაობს ავტოპილოტზე, ჩვენ არ ვართ განწყობილნი რომ მოვიტყუოთ უბრალოდ გაცილებით მარტივია საზოგადოებისთვის მისაღები პასუხი გავცეთ შეკითხვას.

ახლა კი რაც შეეხება რეგუაციების სხვა მხარეს, ვფიქრობ, ნებისმიერი ახალი შეზღუდვა სარეკლამო სფეროში, "რეკლამშიკს" უხნის ახალ საზღვრებს და ზრდის მის შემოსავლებს... საქმე ისაა ვის რამდენის გადახდა შეუძლია და ვინ როგორ ფიქრობს.

 სიგარეტის მწარმოებელი გიგანტი Philip Morris International Inc.  რომელიც აერთიანებს ისეტ ბრებდებს როგორებიცაა -  მარლბორო, პარლამენტი და ლაქისტრაიკი, მარტივად ადაპტირდა სარეკლამო რეგულაციებთან. რეკალმირება ლოგოტიპების და სახელების გარეშე... რეკალმირება უფრო ასოციაციებით თამაშს დამსგავსა. მათ თანამშრომლობა დაიწყეს ბარებთან რომ ინტერიერში გამოეყენებინათ  სპეციფიურიური ფერი, ავეჯი, გამოფორმება, საფერფლეები რომელბიც ასოცირდებოდა მათ პროდუქციასთან, რაც მთავარია ლოგოების გარეშე. მათ მომხმარებელთან კომუნიკაციას ქვეცნობიერ დონემდე დაიყვანეს

უკვე დიდი ხანია Ferrari-ს ბოლიდს Marlboro-ს ლოგო აღარ ამშვენებს მარა ეს იმ ფაქტს საერთოდ არ ცვლის რომ  ერთი მეორეს რეკლამას არ უკეთბს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ავტორბოლაზე. მანქანის ფერი, შტრიხები, პილოტის ჩაცმულობა ეს ყველაფერი ასოცირებს აღნიშნული სიგრეტის მარკამდე მივყავართ. 





ქართულ რეალობაში კიდე ერთ რეგულაციას განიხიალება, ფილმებში და ვიზუალურ მასალებში სიგარეტის "დაბლარვა".
კი, მართლაია რომ "სარკისებრი ნეირონები " გვიბძგებენ რომ გვაკეთოთ ის რასაც ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები თუ უბრალოდ "კაი ტიპები"  აკეთებენ მაგრამ მსგავსი ცენზურა ვფიქრობ, იმ წარსულში გვაბრუნებს რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავტოვეთ. წარმოიდგინეთ უყოროთ ფილმს Constantine სადაც კიანუ  რივზი სიგარეტს ისე ეწევა არამწევლსაც ვერ დატოვებს გულგრილს, ან და უარესი Sin City ევა გრინის ვნებიანი მოწევის სცენების გარეშე. 


დღეს დილით ჩემ მეგობარის პოსტი ვნახე: "ზემფირა ეწევა ხოლმე ლაივებზე. ანუ ზემფირას კონცერტი თბილისში ვეღარ...?!" არადა იმ იშვიათ გამონაკლისებშია ზემფირა ვისი ლაივიც აუცილებლად უნდა ვნახო. აქვე დატკბით ზემფირას სიგარეტებით

         


და ბოლოს, რაც შეიძლება ითქვას ისაა რომ უნდა გავუფრთხლდეთ გარემოს და ერთმანეთს. ნადვილად არაა სასიამოვნო დახურლ სივრცეში სიგარეტის კვამლის სუნთქვა, მწეველისთვისაც კი... ასე რომ მივესალმები და დავიცავ კანონს, რომელიც კრძალვს აღნიშნულს.

პ.ს. არ იფიქროთ სიგარეტის აპოლოგიას ვეწევი, სიგარეტისგან გასხვავებით.

პ.ს.ს. ყველა სიგარეტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მარლბოროც კი

         

               ხო და ვინც ეწევით რჩევა... მოწიეთ ნელა და სიამოვნებით ;)



No comments:

Post a Comment