Tuesday, July 29, 2014

ენტონი ბერჯესი – “მექანიკური ფორთოხალი”





საერთოდ არ დამიგეგმავს ამ წიგნის წაკიტხვა, უბრალოდ ერთ საღამოს ელექტრონული ვერსია ჩამივარდა ხელში და მეორე დღეს კითხვაც დავიწყე...


     წარმოდგენა არ მქონდა რაზე იყო ეს წიგნი, მხოლოდ ბევრისგან მქონდა გაგებული თვითონ წიგნზე და მის ეკრანიზაციაზე. ხოდა მივყვებოდი ფურცლებს და შიგადაშიგ მახსენდებოდა ხან რომელი ფილმის და ხან წიგნის სიუჟეტი. ჯერ იყო ამერიკული ფილმი "ღმერთმა დალოცოს ამერიკა" გამახსენდა  მეგონა რაღაც მიზეზი იყო რატომაც უსწორდებოდნენ ფიზიკურად ხალხს ალექსი და თავისი საძმოს წევრები, მერე უკვე ესტონური ფილმი "კლასი" რომელიც თინეიჯერების ძალადობაზე მოგვითხრობს, შემდეგ გუგულის ბუდეზეც გადავიფრინე და ბოლოს ჯორჯ ორუელის "1984"ის ჯერიც დადგა (როგორც უკვე დღეს გავარკვია ორუელის გავლენა ენტონი ბერჯესიზე საკმაოდ დიდი იყო რასაც მისი ნოველები მოწმობს).
     მოკლედ რომ გითხრათ ძმებო ესეთი ჩემის "18-იანი" წიგნი ლიჩნად მე ჯერ არ წამიკითხია.ამდენი ქაქი ერთად?
     ცენზურა დაცულია დიდის ამბით, მარა სცენარი ამაზრზენია და საერთოდ ესეთი საშინელ პერსონაჟი რავი არ ვიცი, აი ისეთი ტიპია თანაგრძნობა ოდნავადაც რომ ვერ გამოიწვია.
     მთავრობის პოლიტიკა ხო საერთოდ მარაზმი მაგრამ რეალური, ზედმეტად რეალურიც კი. აი ამ ალექსზე მეტად კი უკვე ის გარემო მეზიზგება თავის პოლიტიკოსებით, პოლიციით, საძმოთი და მშობლებით. მაღიზიანებენ ალექსის მშობლები მგონი იმ ნაბიჭვარ პოლიტიკოსებზე მეტადაც კი მათ მიუძღვით დიდი წვლილი ალექსის გაუკუღმართებაში.
     ერთმა მონაკვეთმა მოახდინა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სადაც ალექსი და მღვდელი საუბრობენ - "განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს?" ჩემი აზრით წიგნის მთვარი სათქმელიც ესაა.
     რაც შეეხება ტოტალური კონტროლით შებყრობილ ენტონი ბერჯესის, ორუელის მაგიერ ვეტყვი Go home You are Drunk :D 

                                                მალკოლმ მაკდაუელი - ალექსი
სტენლი კუბრიკის ფილიმი

     
                                                                  ალექსის საძმო
სტენლი კუბრიკის ფილმი

                                                               ალექსის გარდასახვა
რუნი მარა
                                                                  წიგნი ონლიანში

2 comments:

  1. ფილმი მოგწონს?

    ReplyDelete
    Replies
    1. შედევრად არის აღიარებული, ნამდვილად კარგი ეკრანიზაციაა, მარა დიდად არ აღფრთოვანდი...

      Delete